რა არის დეზინფო ტესტი?

ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციის მზარდი მოხმარება შეიმჩნევა – ჩვენ ვეცნობით ახალ ამბებს, სოციალურ მედიას, თვალს ვადევნებთ ბლოგებს , ვუყურებთ ვიდეოებს და მათ მეგობრებთან ან ხანდახან უცხოებთანაც კი განვიხილავთ.

ინფორმაციის მოხმარება ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ინფორმაცია, რომლითაც გარშემორტყმულნი ვართ, ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, ქმედებებსა და ფიქრებზე უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენს. ეს გვაქცევს მათ სამიზნედ, ვისაც ამ ვითარების რაიმე გზით ბოროტად გამოყენება ან სარგებლის ნახვა სურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობენ ისინი, ვისაც ჩვენ გარშემო არსებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება და ჩვენი ფიქრების, გადაწყვეტილებების და ქმედებების ფორმირება სურს.

ეს მიდგომა კომპანიების, პოლიტიკოსების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, საჯარო ხელისუფლებების და ზოგჯერ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაც კი გამოიყენება. სამწუხაროდ, მათ თავიანთი მიზნების მისაღწევად უამრავი მეთოდი, რჩევა, ხრიკი, ტექნიკა და ადამიანის სისუსტეების ცოდნა აქვთ .

დეზინფოტესტი არის პლატფორმა, რომელიც ხალხის ცნობიერების და ამგვარი ქმედებების მიმართ მათი მედეგობის ამაღლებას ცდილობს.

დეზინფოტესტი შედგება 20 შეკითხვისგან, რომელიც მარტივ მაგალითებს ეყრდნობა. შეკითხვები საინფორმაციო გარემოში არსებული საფრთხეების შესახებ რესპონდენტის ცოდნას ამოწმებს და ამავდროულად, განმარტავს, თუ როგორ გავუმკლავდეთ მათ.

ტესტი ამოწმებს რესპონდენტის ცოდნას ზეგავლენის სხვადასხვა ტექნიკისა და პიროვნული მახასიათებლებიდან მომდინარე სისუსტეების შესახებ, ასევე, ცნობიერების დონეს, როგორ გაუმკლავდეს მათ და რამდენად ესმის საინფორმაციო სივრცის მახაიათებლებ .

ტესტი 20 კითხვას მოიცავს, რომელზეც პასუხის გაცემას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. ტესტის შედეგად, დეზინფორმაციისადმი პიროვნული მედეგობის პროფილი შეიქმნება, რომელიც საინფორმაციო მანიპულაციების მიმართ თქვენს სისუსტეებს აღწერს.

წარმატებებს გისურვებთ!